ქალთა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კალენდარი ცნობილია.

2 მაისს გამართული წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდი თურქეთთან, ლუქსემბურგთან და ლიეტუვასთან ერთად C2 ჯგუფში მოხვდა.

ცნობილია ჯგუფური ეტაპის მატჩების კალენდარი. შეხვედრები სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ქალთა ერთა ლიგა | ჯგუფი C2

I ტური, 22 სექტემბერი
საქართველო – თურქეთი
II ტური, 26 სექტემბერი
ლექსემბურგი – საქართველო
III ტური, 27 ოქტომბერი
ლიეტუვა – საქართველო
IV ტური, ​31 ოქტომბერი
საქართველო – ლიეტუვა
V ტური, ​1 დეკემბერი
​საქართველო – ლუქსემბურგი
VI ტური, 5 დეკემბერი
თურქეთი – საქართველო

C ლიგა ხუთი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი ოფში B ლიგაში მესამე ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.