ქალთა ერთა ლიგა | საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
დღეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით მატჩს ჩაატარებს. ირის ანტმანის გუნდი უშუალო კონკურენტს, კვიპროსის ნაკრებს მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს.
მატჩისწინა ვარჯიში ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩაატარეს. დისკვალიფიკაციის გამო კვიპროსთან გასამართ შეხვედრას ნინო პასიკაშვილი, ტატა მატვეევა და ლიზი მწყერაშვილი გამოტოვებენ.
ნაკრებს მნიშვნელოვანი მატებაც აქვს, გუნდს უბრუნდება შეტევის ლიდერი თეონა ბაქრაძე, რომელმაც ანდორასთან სტუმრად მოგებული მატჩი გამოტოვა. ასევე, კვიპროსთან მატჩისთვის შემადგენლობას შეუერთდნენ ელენე ჩიქოვანი და ნინო ბუხრიკიძე.
შეხვედრა 21:00 საათზე „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.