ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები მეხუთე ტურის მატჩს ანდორასთან გამართავს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები მეხუთე ტურის მატჩს ანდორასთან გამართავს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

30 მაისს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში სტუმრად ანდორას დაუპირისპირდება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის მასპინძელ „ესტადიო ენკამპზე“ ივარჯიშეს. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თეონა ბაქრაძე გამოტოვებს.

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), ეკა თაბაგარი („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია („ნიკე-ლუსო“, თბილისი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფო ნარსია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), ანი აკობიძე („ლანჩხუთი“), ელენე ენჯიბაძე („ნიკე-ლუსო“, თბილისი);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“, თბილისი), ნათია დანელია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ტატიანა მატვეევა („ლანჩხუთი“), ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი“), ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი“), კესო მეტონიძე („რაჭა“, ამბროლაური) მაიკო ბებია („იუქსექოვასპორი“, თურქეთი), ნათია ჯოჯუა („ელიტა“, თბილისი) თინათინ ამბალია („კვარტალი“, თბილისი), თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე („ლანჩხუთი“).