ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები ლიეტუვას უმასპინძლებს #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები ლიეტუვას უმასპინძლებს #1TVSPORT

31 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ლიეტუვას უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართა. ლიეტუვასთან შეხვედრას ორი გაფრთხილების გამო საქართველოს ნაკრების შემტევი თეონა ბაქრაძე გამოტოვებს.

საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Livestream.com-ის არხზე, GFFTV-ზე შემოგთავაზებთ. თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თეონა სუხაშვილი („სანედი“, ლიეტუვა), სვეტალნა გაბელაია („კოლხეთი“ ხობი), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“).

დაცვა: მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გუჯაბიძე (ყველა – „ლანჩხუთი“), სალომე გასვიანი („კვარტალი“ თბილისი), თამარ ტატუაშვილი („ტრაბზონსპორი“, თურქეთი), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, გერმანია).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: თინათინ ამბალია, ანასტასია ბოლქვაძე, ლელა ჭიჭინაძე (ყველა – „ლანჩხუთი“), ნინო ბუხრიკიძე, მაიკო ბებია (ორივე – „სამეგრელო“), ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (ორივე – „კვარტალი“ თბილისი), ანა ჩემინავა, თეონა ბაქრაძე (ორივე – „ტრაბზონსპორი“, თურქეთი), თეონა თოდაძე („კოლხეთი“ ხობი), ხატია ჭყონია („ბათუმი“), ტატიანა მატვეევა („ქარაგუმრუქი“, თურქეთი).