ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები კვიპროსთან დამარცხდა #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები კვიპროსთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის მოგების შემთხვევაში ირის ანტმანის გუნდი ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებდა, თუმცა „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული მატჩი სტუმრებისთვის უფრო წარმატებულად დაიწყო — 27-ე წუთზე ჰარდიმ კვიპროსი დააწინაურა.

შესვენების შემდეგ კვიპროსის ნაკრებმა უპირატესობა გაზარდა — 49-ე წუთზე ვიოლარიმ გოლი გაიტანა და ანგარიში 0:2 გახადა. საქართველოს ნაკრებმა სხვაობა მალევე შეამცირა, 54-ე წუთზე მაიკო ბებიამ საჯარიმო დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის 6 მატჩში 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. კვიპროსმა მეორე პოზიცია მოიპოვა და, დიდი ალბათობით, პლეი ოფში ითამაშებს.