ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები ანდორას უმასპინძლებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები ანდორას უმასპინძლებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩს ანდორასთან თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ანდორისა და საქართველოს ნაკრებების გარდა, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში კვიპროსისა და მალტის ქალთა გუნდებიც ასპარეზობენ. ისინი პირველი ტურის მატჩს დღეს კვიპროსში ჩაატარებენ.

B დივიზიონის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს, ხოლო მეორეადგილოსანი B დივიზიონში მესამე ადგილზე გასულ ერთ-ერთ გუნდთან პლეი ოფის შეხვედრას გამართავს.

ირის ანტმანის გუნდმა მატჩამდე ერთი დღით ადრე დასკვნითი ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), ეკა თაბაგარი („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია („ნიკე-ლუსო“, თბილისი).

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფო ნარსია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი“).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“, თბილისი), ნათია დანელია („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ტატიანა მატვეევა („ლანჩხუთი“), ანი აკობიძე („ლანჩხუთი“), ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი“), კესო მეტონიძე („რაჭა“, ამბროლაური) მაიკო ბებია („იუქსექოვასპორი“, თურქეთი), ლიზი კანკია („კვარტალი“, თბილისი), თინათინ ამბალია („კვარტალი“, თბილისი), ნინი ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო“, თბილისი), თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო“, თბილისი).