ქალთა ერთა ლიგა | საქართველო-ლუქსემბურგი პირველ არხზე - ნაკრებს მეკარე გაბუნია დაუბრუნდა #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგა | საქართველო-ლუქსემბურგი პირველ არხზე - ნაკრებს მეკარე გაბუნია დაუბრუნდა #1TVSPORT

დღეს, პირველ დეკემბერს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს.

მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა გუნდი მატჩის წინა დღეს შეხვედრის მასპინძელ არენაზე ავარჯიშა. ნაკრებს ტრავმის შემდეგ „ლანჩხუთის“ მეკარე თათია გაბუნია დაუბრუნდა.

საქართველო – ლუქსემბურგის მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია, თეონა სუხაშვილი (ორივე – ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი, ხობი).

დაცვა: მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო ჩხარტიშვილი (ყველა – ლანჩხუთი), სალომე გასვიანი, ნათელა წოწერია (ორივე – კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ანა პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, ლიზი კანკია (სამივე – კვარტალი), თინათინ ამბალია, ანა წულაია, ანასტასია ბოლქვაძე (სამივე – ლანჩხუთი), ნინო ბუხრიკიძე, მაიკო ბებია (ორივე – სამეგრელო), ტატიანა მატვეევა, თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ხატია ჭყონია (ბათუმი).