ქალთა ჩოგბურთში ახალი ვარსკვლავი იბადება – 18 წლის კანადელი ინდიან უელსის ტურნირის ნახევარფინალშია
INDIAN WELLS, CALIFORNIA - MARCH 13: Bianca Andreescu of Canada in action against Garbine Muguruza of Spain during their women's singles quarter final match on day ten of the BNP Paribas Open at the Indian Wells Tennis Garden on March 13, 2019 in Indian Wells, California. (Photo by Clive Brunskill/Getty Images)
ინდიან უელსის ქალთა ტურნირში მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. პირველი ნახევარფინალისტი ტურნირისა და ამ სეზონის სენსაცია, 18 წლის კანადელი ბიანკა ანდრეესკუ გახდა. მან ზედიზედ მეორე ჩოგბურთელი დაამარცხა რეიტინგის ტოპ-ოცეულიდან და ნახევარფინალში ითამაშებს.
ანდრეესკუმ 52 წუთში 6:0, 6:1 გაანადგურა დიდი სლემის ტურნირების ორგზის ჩემპიონი, ესპანელი გარბინე მუგურუსა. კანადელმა შეხვედრა ზედიზედ ცხრა გეიმის მოგებით დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ დაუთმო პირველი და ერთადერთი გეიმი მეტოქეს. მუგურუსამ შეხვედრა ექვსი ვინერსით და 26 უნებლიე შეცდომით დაასრულა.
ანდრეესკუს 2019 წელს 26 მოგება და სამი წაგება აქვს, აქედან 13 მოგება და სამი წაგება WTA-ის ტურნირებზე მოდის. კანადელისთვის ეს მესამე ნახევარფინალია ამ სეზონში. მანამდე ის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა ოკლენდისა და აკაპულკოს ტურნირებზე.
ამჟამად, ანდრეესკუ მსოფლიოს 152-ე ნომერია და უკვე ორშაბათიდან პირველ ორმოცეულში შევა.
ნახევარფინალში კანადელის მეტოქე იქნება უკრაინელი ელინა სვიტოლინა, რომელმაც ჩეხი თინეიჯერი მარკეტა ვონდროუშოვა სამ სეტში დაამარცხა – 4:6, 6:4, 6:4.