ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლიონი და ბარსელონა ითამაშებენ

10:48, 29.04.2019

გაირკვა უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალისტი.

ნახევარფინალში ლიონმა ჩელსი დაამარცხა (2:1, 1:1), ბარსელონამ კი ორივე მატჩი მოუგო ბაიერნს (1:0, 1:0).
უნდა აღინიშნოს, რომ ბარსელონა პირველი ესპანური კლუბია ისტორიაში, რომელიც ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ლიონი კი ამ ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია, აქედან სამჯერ მან ბოლო სამი წლის განმავლობაში მოიპოვა თასი.

ფინალური შეხვედრა 18 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.

მსგავსი