ქალთა ჩემპიონთა ლიგა | წაგება რუმინეთის ჩემპიონთან - „ლანჩხუთმა“ ევროსეზონი დაასრულა #1TVSPORT
ქალთა ჩემპიონთა ლიგა | წაგება რუმინეთის ჩემპიონთან - „ლანჩხუთმა“ ევროსეზონი დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ რაუნდში კონსტანტას „ფარულთან“ 1:4 დამარცხდა და ევროსეზონი დაასრულა.

შაულიაის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე ოთხთა ტურნირზე ლანჩხუთელებმა პირველი მატჩი (ნახევარფინალი) პოლტავის „ვორსკლასთან“ 0:5 წააგეს, ამიტომ ევროპა ლიგის პლეი ოფში მოსახვედრად და ევროსეზონის გასახანგრძლივებლად მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს.

გიორგი ჩხაიძის გუნდმა პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და 39-ე წუთზე ეთერ სულაშვილის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა, მაგრამ „ფარულმა“ მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა და ოთხი გოლი გაიტანა.

კონსტანტის „ფარული“ ქალთა ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო „ლანჩხუთმა“ ევროასპარეზობა დაასრულა.