ქალთა „ბარსელონამ“ ზედიზედ 50-ე თამაში მოიგო და მსოფლიო ფეხბურთის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
ქალთა „ბარსელონამ“ ზედიზედ 50-ე თამაში მოიგო და მსოფლიო ფეხბურთის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

ოთხშაბათს ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში „ბარსელონამ“ 7:0 დაამარცხა „ლას-პლანასი“.

ეს იყო „ბარსელონას“ ზედიზედ 50-ე მოგება ეროვნულ პირველობაზე, რაც მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდია როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა ფეხბურთში. ამ სერიისას „ბარსელონამ“ გაიტანა 247 გოლი (საშუალოდ თითქმის 5 გოლი მატჩში) და მხოლოდ 19 გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა ფეხბურთში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია საშინაო ჩემპიონატში უნგრულ „ფერენცვაროშს“ ჰქონია – 32 მოგება.

„ბარსელონას“ ეს სერია სათავეს 2021 წლის 1 ივნისიდან იღებს, როცა გუნდმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ წააგო. ასე რომ, კატალონელთა წაუგებელი სერია 50 მატჩს ითვლის. ამ მხრივ, მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის ქალებს შორის „ლიონს“ (80-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩემპიონატში) და კაცებს შორის – „სტიაუას“ (106).