ქალთა „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასის მოგებისთვის 290-ჯერ ნაკლები მიიღო, ვიდრე „ბარსას“ კაცების გუნდმა #1TVSPORT
ქალთა „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასის მოგებისთვის 290-ჯერ ნაკლები მიიღო, ვიდრე „ბარსას“ კაცების გუნდმა #1TVSPORT

რამდენიმე დღის წინ, „ბარსელონას“ ქალთა გუნდმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო ესპანეთის სუპერთასი, როცა ლეგანესის სტადიონზე გამართულ ფინალში „რეალი“ 5:0 დაამარცხა.

ტურნირზე გამარჯვებისთვის „ბარსელონამ“ 27500 ევრო გამოიმუშავა. გაზეთი Diario Sport წერს, რომ კატალონურმა კლუბმა უკმაყოფილება გამოთქვა ესპანეთის ფეხბურთის მიერ დაწესებული საპრიზო თანხის გამო. აღნიშნავენ, რომ 2024 წელს, „ბარსელონამ“ ქალთა სუპერთასის მოგებისთვის 25 ათასი ევრო მიიღო, არადა, ფინალზე გასამგზავრებლად 75 ათასი ევრო დახარჯა. ამ სეზონში კლუბს კიდევ უფრო დიდი ფინანსური ზარალი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ესპანეთის სუპერთასი „ბარსელონას“ მამაკაცთა გუნდმაც მოიგო და ამის სანაცვლოდ რვა მილიონი ევრო მიიღო – თითქმის 291-ჯერ მეტი, ვიდრე ქალთა გუნდმა.