ქალი არბიტრი განსჯის შეხვედრას ჩეხეთსა და სამხრეთ აფრიკას შორის #1TVSPORT
ამერიკელი მსაჯი ტორო პენსო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის მეორე ტურის მატჩის მთავარი არბიტრი იქნება. ამის შესახებ იტყობინება ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდი.
შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება. პენსოს ასისტენტები იქნებიან მისი თანამემამულეები – კეტრინ ნესბიტი და ბრუკ მაიო.
ტორო პენსო 39 წლისაა, ის 2020 წლიდან ემსახურება MLS-ის მატჩებს და მუშაობს ნაკრებების ამხანაგურ თამაშებზე.
ამერიკელი მხოლოდ მეორე ქალი მსაჯია ისტორიაში, რომელმაც მთავარ არბიტრად იმუშავა კაცებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველი იყო ფრანგი არბიტრი სტეფანი ფრაპარი, რომელმაც მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე იმსაჯა კოსტა რიკისა და გერმანიის შეხვედრა.