ქალებში მოქმედი ჩემპიონი ავსტრალიის ღიას მეორე წრეშია
ქალებში მოქმედი ჩემპიონი ავსტრალიის ღიას მეორე წრეშია

მოგებით დაიწყო ავსტრალიის ღია პირველობა ქალებს შორის მოქმედმა ჩემპიონმა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ.

სკანდინავიელი პირველ წრეში ბელგიელ ელისონ ვან უიტვანკს ხვდებოდა და ორ სეტში 6:3, 6:4 მოიგო. მატჩი საათნახევარი გაგრძელდა. ვოზნიაცკიმ თითო სეტში თითოჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და ყველა საკუთარი გეიმი მოიგო. დანიელმა ოთხი ეისი შეასრულა და არც ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვია.

შემდეგ წრეში ჩემპიონი, შვედი იოჰანა ლარსონის წინააღმდეგ ითამაშებს.