ქალებს შორის სამხტომში 16 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესეს

20:28, 23.02.2020

ვენესუელელი მძლეოსანი იულიმარ როხასი სამხტომში დახურული არენებისთვის ახალი რეკორდსმენი გახდა. 24 წლის სპორტსმენმა მადრიდში საერთაშორისო ტურნირზე 15.43 მეტრი აჩვენა.

წინა რეკორდი – 15.36 მეტრი დამყარებული იყო 2004 წელს, რუსი სპორტსმენის ტატიანა ლებედევას მიერ.

ღია სტადიონებისთვის ქალებს შორის სამხტომში მსოფლიოს რეკორდი ეკუთვნის უკრაინელ ინესა კრავეცს. 1995 წელს, ის 15.50 მეტრზე გადახტა.

მსგავსი