ქალებს შორის ახალი პირველი ნომერი ნაომი ოსაკა გახდა
Tennis - Australian Open - Women's Singles Final - Melbourne Park, Melbourne, Australia, January 26, 2019. Japan's Naomi Osaka poses with the trophy after winning her match against Czech Republic's Petra Kvitova. REUTERS/Lucy Nicholson - UP1EF1Q0WDCK2
ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოპ-ათეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: პირველ მეორე ადგილზე განთავსდნენ მელბურნის ტურნირის გამარჯვებული და ფინალისტი – იაპონელი ნაომი ოსაკა და ჩეხი პეტრა კვიტოვა, ხოლო ყოფილი ლიდერი სიმონა ჰალეპი მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ყველაზე დიდ ვარდნა, ავსტრალიის ღიას შარშანდელმა ჩემპიონმა, კაროლინ ვოზნიაცკიმ განიცადა, რომელიც მესამედან მეცხრე პოზიციამდე დაეშვა.
WTA. TOP 10
1(4). ოსაკა (იაპ) – 7 030
2(6). კვიტოვა (ჩეხეთი) – 6 290
3(1). ჰალეპი (რუმინეთი) – 5 582
4(5). სტივენსი (აშშ) – 5 307
5(8). კარ. პლიშკოვა (ჩეხეთი) – 5 100
6(2). კერბერი (გერმანია) – 4 965
7(7). სვიტოლინა (უკრაინა) – 4 940
8(9). ბერტენსი (ჰოლანდია) – 4 430
9(3). ვოზნიაცკი (დანია) – 3 566
10(11). საბალენკა (ბლრ) -3 485