ქალების ინდივიდუალური რბოლა 15კმ-ზე ვირერმა მოიგო - ბიატლონი
ქალების ინდივიდუალური რბოლა 15კმ-ზე ვირერმა მოიგო - ბიატლონი

იტალიის ქალაქ ანტერსელვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში ქალების ინდივიდუალური რბოლა 15კმ-ზე გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში იტალიელმა დოროტეა ვირერმა მოიგო.

მეორე ადგილზე გერმანელი ვანესა ჰინცი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი ნორვეგიელმა მარტა როსელანდმა მოიპოვა. დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოს საერთო ჩათვლას კაცებში მარტენ ფურკადი 692 ქულით ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს იტალიელი დოროტეა ვირერი 665 ქულით იკავებს.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე კაცების ინდივიდუალური რბოლა 20 კმ-ზე გაიმართება.