ქალაქი სიონი ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ქალაქი სიონი ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

შვეიცარიის კანტონ ვალეს მოსახლეობის 54 % არ სურს, კანტონის ხელისუფლებამ ქალაქ სიონის კანდიდატურის მხარდასაჭერად 100 მილიონი შეიცარიული ფრანკი (101 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯოს. ქალაქ სიონის პრეზიდენტი ფილიპ ვარონი ადასტურებს, რომ პროექტი დასრულდა და რომ არ არსებობს „გეგმა ბ“.

2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლას კი გრაცი (ავსტრია), სტოკჰოლმი (შვედეთი), საპორო (იაპონია), ერზრუმი (თურქეთი), აგრეთვე იტალიის კორტინა დ’ამპეცოს, მილანისა და ტურინის სამეული აგრძელებს. კანდიდატთაგან ერზრუმი აუტსაიდერად არის მიჩნეული, საპორო დიდი ალბათობით განაცხადს 2030 წლით შეცვლის, ხოლო კალგარი სიონის მსგავსად მასპინძლობისთვის ბრძოლის შესაძლებლობას რეფერენდუმით გაარკვევს.

ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის ბრძოლის ოფიციალური კანდიდატები წელს ბუენოს აირესში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე დამტკიცდება, თამაშების დედაქალაქი კი 2019 წლის სექტემბერის სესიაზე გამოვლინდება.