ქალ ფრენბურთელთა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა (ვიდეო+ფოტო)

თბილისში ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე ევროპის 2019 წლის საკვლიფიკაიო ეტპის მატჩები გაიმართა.

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა „დ“ ჯგუფში პირველი შეხვედრა პორტუგალიასთან 3:0 ( 11:25 11:25 16:25) დათმო.

ჯგუფის მეორე მატჩი საფრანგესა და დანიას შორის დღეს 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები კი მორიგ შეხვედრას 18 აგვისტოს დანიის წინააღმდეგ 18:00 საათზე გამართავს.

დღესვე საქართველოს კაც ფენბურთელთა ეროვნული ნაკრები, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვდრას, „ე“ ჯგუფში ესპანეთის წინააღმდეგ, 22:00 საათზე ჩაატარებს.