ქალ ფრენბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა
ქალ ფრენბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა

ვაჟა კაჭარავას სახელობის, ოლიმპიური მზადების დარბაზში, ოთხი დღის განმავლობაში, ქალ ფრენბურთელთა შორის, უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის მატჩები მიმდინარეობდა.

შეჯიბრში მონაწილეობას თბილისის, ბათუმის, დიდი ჯიხაიშის, ქუთაისის და ბოლნისის გუნდები იღებენ. პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ერთმანეთს, თბილისის და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ. საწყისი 2 სეტი,სტუმრებმა მოიგეს და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა დარჩენილ პარტიებში, ანა ყიფშიძის გაწვრთნილმა გუნდმა, ჯერ საერთო ანგარიშის გათანაბრება შესძლო, ხოლო გადამწყვეტ სეტში გამარჯვებას მიაღწია. ამ მოგების შემდეგ, „თბილისმა“ პირველი, 3 მოგებით და 1 მარცხით, მეორე ადგილზე დაასრულა.

პირველ პოზიციაზე კი, „ჯიკო“ იმყოფება, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი, თებერვალში, ბათუმში ჩატარდება