ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ირლანდიაში დამარცხდა #1TVSPORT
ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ირლანდიაში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა გამართა და ირლანდიაში 0:11 დამარცხდა.

გია ჩხაიძის გაწვრთნილი გუნდი დუბლინში ირლანდიას ესტუმრა და მეტოქესთან ვერაფერს გააწყო. ანგარიში ირლანდიელებმა მე-4 წუთზე მაიკო ბებიას ავტოგოლით გახსნეს. დენის ოსალივანმა (45+4, 58, 62) ჰეთრიქი შეასრულა.

მატჩი მაიკო ბებიასთვის ძალიან უიღბლო გამოდგა. მან ჯერ ბურთი ჩაჭრა საკუთარ კარში, 69-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათისთვის მოედნიდან გააძევეს. ამის შემდეგ ირლანდიელებმა ჩვენი გუნდის კარი კიდევ 5-ჯერ აიღეს.


ირლანდია – საქართველო 11:0


გოლები: 1:0 ბებია (4), 2:0 კაირა კარუზა (21), 3:0 ლუსი ქუინი (37), 4:0 დენის ოსალივანი (45+4), დენის ოსალივანი 5:0 (58), დენის ოსალივანი 6:0 (62), 7:0 კეტი მაკეიბი (70), 8:0 კეტი მაკეიბი (73), 9:0 სერშა ნუნანი (82), 10:0 ემბერ ბერეტი (89), 11:0 დაიენ ქოლდუელი (90+2)

საქართველო: სუხაშვილი, ტატუაშვილი, სუთიძე, პასიკაშვილი (41. ძაძუა), კალანდაძე, ბებია, ნ. დანელია, ჩემინავა (81. ჯანიკაშვილი), წოწერია, ხაბურძანია (46. ბოლქვაძე), ჭყონია.

სათადარიგოები: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე, მ. დანელია, მწყერაშვილი.


საქართველოს ნაკრებმა 4 მატჩში ჯერ მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა, საკუთარ კარში კი 20 ბურთი მიიღო. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ გუნდმა წინა სამ მატჩში უფრო ნაკრები (9 გოლი) გაუშვა, ვიდრე ირლანდიასთან. ამავე ჯგუფში შვედეთმა სლოვაკეთი მიიღო და 3:0 სძლია.

გუნდი                     თ   ქ
1. შვედეთი             5   15
2. ირლანდია         5    7
3. ფინეთი              4    6
4. სლოვაკეთი       5    4
5. საქართველო     4   0