ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ კალენდარი გამოაქვეყნა
 ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ კალენდარი გამოაქვეყნა

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) 2020 წლის კალენდარი გამოაქვეყნა, – იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური. გაისად, პირველად გაიმართება „პრემიერ“ კატეგორიის ტურნირები ადელაიდასა და ბერლინში, ასევე International-ის დონის ტურნირები ლიონში, ბად-ჰომბურგსა და ოლბანიში.

სულ სეზონზე 60 ტურნირი იქნება: 55 – WTA-ის, 4 – „დიდი სლემის“ და ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირი. ამ ტურნირებს 28 ქვეყანა უმასპინძლებს.

სეზონი 6 იანვარს დაიწყება სამი ტურნირით: ბრისბენში, ოკლენდსა და შენჟენში.

ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირი 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება.