ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ათწლეულის საუკეთესო მეტოქეები გამოავლინა

11:41, 29.12.2019

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სია, რომელშიც აღნიშნულია გასული ათწლეულის ყველაზე საინტერესო ურთიერთდაპირისპირებები.

რეიტინგს სათავეში ჩაუდგა დები უილიამსების მეტოქეობა, რომელშიც ხუთი მატჩი მოიგო სერენამ და ორი – ვინუსმა.

სერენა უილიამსი ამ ჩამონათვალში კიდევ ორჯერ მოხვდა – მისი დაპირისპირებები მარია შარაპოვასთან და კაროლინა პლიშკოვასთან. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი იშვიათი ჩოგბურთელია, რომელსაც ლეგენდარულ ამერიკელთან არ აქვს უარყოფითი ბალანსი.

2010-19 წლებში საუკეთესო დაპირისპირებების სრული სია ასეთია:

1. სერენა უილიამსი-ვინუს უილიამსი 5:2

2. მარია შარაპოვა-სიმონა ჰალეპი 7:2

3. კაროლინა პლიშკოვა-ანჟელიკ კერბერი 7:5

4. სერენა უილიამსი-მარია შარაპოვა 15:0

5. პეტრა კვიტოვა-აგნიეშკა რადვანსკა 7:5

6. ვიქტორია აზარენკა-ნა ლი 6:3

7. ნაომი ოსაკა-ბელინდა ბენჩიჩი 0:3

8. მარია შარაპოვა-ნა ლი 5:4

9. სიმონა ჰალეპი-ელინა სვიტოლინა 5:5

10. სერენა უილიამსი-კაროლინა პლიშკოვა 2:2

მსგავსი