ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (WTA) პრაღაში ტურნირის დაწყებას 10 აგვისტოს გეგმავს
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (WTA) პრაღაში ტურნირის დაწყებას 10 აგვისტოს გეგმავს

იძულებითი პაუზის შემდეგ ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (WTA) პრაღაში ტურნირს 10-15 აგვისტოს გეგმავს. ეს იქნება პირველი ოფიციალური გათამაშება მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი შეჩერდა. აღნიშნულ ინფორმაციას „სპორტ ჩესკატელევიზე“ (sport.ceskatelevize) ავრცელებს.

თავდაპირველად, ტურნირი აპრილის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გამო, გაურკვეველი დროით გადაიდო. პრაღის გათამაშების საპრიზო ფონდი 225 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ცოტა ხნით ადრე იტყობინებოდნენ, რომ ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (WTA) სეზონის განახლებას სამ აგვისტოს გეგმავდა.