ქაჯაია მესამე ადგილისთვის იჭიდავებს
ქაჯაია მესამე ადგილისთვის იჭიდავებს

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემიონატზე ქართველი 130კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე იაკობ ქაჯაია მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

მან რეპეშაჟში ჩილელი მეტოქე დაამარცხა და საქარველოს ნაკრებისთვის მესამე მედლის მოპოვებას გერმანელი სპორტსმენის წინააღმდეგ ბრძოლაში შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ორმა ქართველმა მოჭიდავემ, 55 კგ-ში ნუგზარ წურწუმიამ და 82კგ-ში ლაშა გობაძემ, ოქროს მედლები მოიპოვეს.

ფინალური ბლოკი დღეს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.