„ქაირათთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე „სლოვანს“ ჩემპიონატის თამაში გადაუდეს #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანმა“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია თამაშობს, სლოვაკეთის სუპერლიგის ხელმძღვანელობას ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში „კომარნოსთან“ მატჩის გადადების თხოვნით მიმართა და თანხმობა მიიღო.
ბრატისლავის კლუბმა ამ მატჩის გადადება დაგვიანებით ითხოვა, რათა სრულად კონცენტრირებული იყოს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ყაზახეთის ჩემპიონ „ქაირათთან“ დაპირისპირებაზე.
„კომარნოსთან“ მატჩი 9 აგვისტოს იყო ჩანიშნული, „ქაირათთან“ შეხვედრები კი – 6 და 12 აგვისტოს. ბუნებრივია, ეს „სლოვანს“ პრობლემებს შეუქმნიდა.
სლოვაკეთის სუპერლიგის ხელმძღვანელობამ დედაქალაქის გუნდის თხოვნა გაითვალისწინა და „სლოვანისა“ და „კომარნოს“ მატჩი ოქტომბერში გადაიტანა.