ქაბულში, ჩინურ რესტორანში აფეთქება მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი

23:38, 19.01.2026

ქაბულში მდებარე ჩინურ რესტორანში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული, ხოლო რამდენიმე – დაშავებული, რომელთა შორისაც არიან ბავშვები.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი