ქაბულში აფეთქებისას 40 ადამიანი დაიღუპა
ქაბულში აფეთქებისას 40 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საქორწილო დარბაზთან მომხდარ აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო Tolo News-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 80-მდე ადამიანია დაშავებული. გავრცელებული ცნობით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მუსლიმური დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. აფეთქების ადგილზე ექიმები, პოლიციელები და მეხანძრეები არიან მობილიზებული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.