ქაბულის აეროპორტთან არსებული ვითარების გამო, ავღანეთში აშშ-ის საელჩო ქვეყანაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს
ქაბულის აეროპორტთან არსებული ვითარების გამო, ავღანეთში აშშ-ის საელჩო ქვეყანაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს

ქაბულის აეროპორტის გარე პერიმეტრზე არსებული ვითარების გამო, ავღანეთში აშშ-ის საელჩო ქვეყანაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს.

საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თავი აარიდონ აეროპორტისკენ მიმავალ გზას, თუკი არ აქვთ საგანგებო მითითებები მიღებული. ასევე, დაუყოვნებლივ შეავსონ რეპატრიაციაში დახმარებისთვის განაცხადი, თუ ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ.