პუტინის თქმით, საფრანგეთში ტრამპთან კარგი საუბარი ჰქონდა
პუტინის თქმით, საფრანგეთში ტრამპთან კარგი საუბარი ჰქონდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, პარიზში აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან კარგი საუბარი ჰქონდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ ჩაიარა საუბარმა, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა – „კარგად“. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები მსოფლიო ლიდერებთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქში პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ. ტრამპსა და პუტინს შორის ხანმოკლე საუბარი შედგა.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები საკითხების ფართო სპექტრის განხილვას თვის ბოლოს არგენტინაში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე გეგმავენ.