პუტინი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს
პუტინი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს

პოლონეთმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომის დაწყების თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ დაპატიჟა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას ადმინისტრაციაში განმარტეს, მათ არა „ისტორიული, არამედ თანამედროვე კონტექსტით იხელმძღვანელეს“.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება პოლონეთში სექტემბერში უნდა გაიმართოს.

აღსანიშნავია, რომ პუტინის დაპატიჟების რეკომენდაცია პოლონეთის საგარეო უწყებამ გასცა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციები არაფორმალური ხასიათს ატარებდა და ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებენ.