„პსვ ეინდჰოვენმა“ ვან ბომელი გაათავისუფლა
„პსვ ეინდჰოვენმა“ ვან ბომელი გაათავისუფლა

„პსვ ეინდჰოვენმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა მარკ ვან ბომელი. კლუბის ხელმძღვანელობის ამგვარი გადაწყვეტილება უკავშირდება წარუმატებელ შედეგებს.

„პსვ არის გუნდი, რომელშიც ვცდილობთ დავეხმაროთ ან მხარი დავუჭიროთ თითოეულ ადამიანს. ბოლო თვეებში ასეც იყო, მაგრამ კლუბის ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტია. შექმნილი სიტუაციის გაანალიზებამ და შეფასებამ მიგვიყვანა ასეთ მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ეს“, – განაცხადა „ეინდჰოვენის“ მენეჯერმა ტონ ჰერბრანდსმა.

ვან ბომელი პსვ-ში 2018 წლის ივნისიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა ერედივიზიონში, მაგრამ წელს მხოლოდ მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „აიაქსს“ 10 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, გუნდმა ვერ შეძლო ევროპის ლიგის პლეი ოფში გასვლა – მასზე წინ აღმოჩდნენ ავსტრიის „ლინცერი“ და პორტუგალიის „სპორტინგი“.