„პსვ ეინდჰოვენმა“ ახალი მწვრთნელი იპოვა

18:43, 17.12.2019
„პსვ ეინდჰოვენის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ ერნესტ ფაბერი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ეს სპეციალისტი გუნდს 2019-20 წლების სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს „ეინდჰოვენმა“ მარკ ვან ბომელის გადაყენების შესახებ გამოაცხადა. აქამდე ფაბერი სათავეში ედგა პსვ-ს ახალგაზრდულ აკადემიას.
დღეისთვის, გუნდი 31 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „აიაქსს“ 10 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი