L’Équipe – პსჟ-ში საგოლე გადაცემისწინა პასზე ბონუსების სისტემა შემოიღეს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენში“ მოთამაშეებისთვის ბონუსების ახალი სისტემა შემოიღეს, – წერს გაზეთი L’Équipe-ი. ახლა ის ფეხბურთელები, რომლებიც საგოლე გადაცემისწინა პასს შეასრულებენ, დამატებით ფინანსურ ბონუსს მიიღებენ. წყაროს ცნობით, ეს სისტემა ეხმარება მოთამაშეებს, უკეთ გაიგონ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ტაქტიკური მეთოდები – ამგვარი გადაცემების ანალიზი გუნდის შეტევითი კომბინაციების ლოგიკას ხსნის.
კლუბში მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებული ინტერესი შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციამ, როცა ერთი ფეხბურთელი ერთდროულად იტანს გოლს და ასრულებს შედეგიანი გადაცემისწინა პასს ერთ კონკრეტულ ეპიზოდში. ამის მაგალითია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი „ლივერპულის“ წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა გრძელი კომბინაციის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჟოაო ნევეშმა. ასე რომ, კვარაცხელია საკუთარი გოლისას, ფაქტობრივად, საგოლე გადაცემისწინა პასის ავტორი გახდა.