პსჟ სალაჰს სამწლიან კონტრაქტსა და კვირაში 500 ათასს ევროს სთავაზობს #1TVSPORT

13:05, 02.01.2025

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპულის“ ფორვარდს მოჰამედ სალაჰს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა კოლე გოდენმა.

წყაროს ცნობით, პარიზულ კლუბში გადაბარგების შემთხვევაში, ეგვიპტელი ფეხბურთელი კვირაში 500 ათას ევროს მიიღებს. პსჟ-ს სურს სალაჰი ზაფხულში გაიფორმოს, როცა ფორვარდს კონტრაქტი ამოეწურება „ლივერპულთან“ და თავისუფალი აგენტი გახდება.

ასევე აღნიშნავენ, რომ „ლივერპული“ მზად არის სალაჰს ახალი ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს კვირაში 400 ათასი ევროს ოდენობის ხელფასით.

მსგავსი