პსჟ-სა და „მარსელის“ მატჩის შემდეგ, რასიზმში ნეიმარიც დაადანაშაულეს - ბრაზილიელს წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია ელოდება
პსჟ-სა და „მარსელის“ მატჩის შემდეგ, რასიზმში ნეიმარიც დაადანაშაულეს - ბრაზილიელს წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია ელოდება

გასულ უქმეებზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ მატჩი დიდი სკანდალითა და ჩხუბით დასრულდა: 12 გაფრთხილება, ხუთი გაძევება, დიდი ჩხუბი, ნეიმარის ჩივილი რასიზმზე. თუ პსჟ შეძლებს დამტკიცებას, რომ „მარსელის“ ფეხბურთელმა ალვარო გონსალესმა ნეიმარს „მაიმუნი“ უწოდა, მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება. თავად ნეიმარმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ჩხუბის წამოწყებისთვის: მან გონსალესს დაარტყა.

შეურაცხყოფის დასამტკიცებლად პსჟ-მ მიმართა უცხოურ ტელეკომპანიებს. კლუბი არ დაკმაყოფილდა სურათით, რომელიც ტელევიზორში უჩვენეს, ამიტომაც მოითხოვეს გამოუქვეყნებელი კადრები. მოკლედ, მოვლენები საკმარისზე მეტია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ არის ყველაფერი. გუშინ, სიტუაციამ ახალი მიმართულება მიიღო.

მატჩის მოვლენებისადმი დიდი ინტერესის გამო, ბევრი ფრაგმენტი ტუჩებზე კითხვის სპეციალისტთა შესწავლის ობიექტი გახდა. ამან მოულოდნელი შედეგი მოიტანა. გაირკვა, რომ გონსალესი ნეიმარს ეუბნება სიტყვა mono-ს (რაც ესპანურად ნიშნავს – „ხმა ჩაიგდე. ბინძურო მაიმუნო“ ან „ბინძური მაიმუნის ვაჟი“). და იქვე, ესპანურმა რადიოარხმა გაარკვია მოულოდნელი დეტალი – მეორე ეპიზოდში თავად ნეიმარი რასობრივი ნიშნით აყენებს შეურაცხყოფას მეტოქეს.

ბრაზილიელმა „მარსელის“ იაპონელ მცველს ჰიროკი საკაის „ჩინური ნაგავი“ უწოდა. იმავე რადიოსადგურის ინფორმაციით, „მარსელს“ გააჩნია კადრები, რომელზეც დაფიქსირებულია ეს შეურაცხყოფა. ფრანგული მედია კი კლუბზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „მარსელმა“ უკვე გადასცა ჩანაწერი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას.

უკვე არსებობს ლიგის სადისციპლინო კომიტეტის პირველი რეაქცია. ორგანიზაციის პრეზიდენტმა სებასტიან დიონემ განაცხადა: „უნდა შევისწავლოთ რამდენიმე ეპიზოდი და განვიხილოთ პოზიციები ყველა მხრიდან, რათა გავიგოთ, რა იყო ნათქვამი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი სადისციპლინო ზომების მიღებას“.

რეგლამენტის თანახმად, რასისტული შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია ითვალისწინებს 10 მატჩს. ასე რომ, თუ გონსალესსა და ნეიმარს რასისტული გამოხტომები დაუმტკიცდებათ, მათ ელოდებათ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია. იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გონსალესის ნათქვამი უკვე დაადასტურეს, მისი დისკვალიფიკაცია დროის საკითხია. რჩება ექსპეტიზის პასუხი ნეიმარისა და საკაის ეპიზოდზე.

საქმის განხილვა 30 ოქტომბრისთვის არის ჩანიშნული.