პსჟ-ის პრეზიდენტი – ყველა შეეცდება ჩვენ დამარცხებას, ყველაფერი უნდა მოვიგოთ #1TVSPORT

17:09, 09.08.2025

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი პარასკევს პარიზელთა ვარჯიშს დაესწრო. გუნდი წინა დღეს დაბრუნდა შვებულებიდან და ვარჯიშები განაახლა.

პრეზიდენტმა პსჟ-ის ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა:

„ყველა გუნდი შეეცდება ჩვენს დამარცხებას, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გავიმარჯვეთ. ჩვენ უნდა ვცადოთ ყველა ტურნირის მოგება“.

2024-25 წლების სეზონში „პარი სენ-ჟერმენმა“ ტრებლი შეასრულა – მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ლუის ენრიკეს გუნდი ასევე გავიდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ იქ 0:3 დამარცხდა „ჩელსისთან“.

მსგავსი