პსჟ-ის პრეზიდენტი დემბელეს კონტრაქტზე - ჩვენ ხელფასების ზედა ზღვარი გვაქვს, კლუბი ყველაზე მნიშვნელოვანია #1TVSPORT
პსჟ-ის პრეზიდენტი დემბელეს კონტრაქტზე - ჩვენ ხელფასების ზედა ზღვარი გვაქვს, კლუბი ყველაზე მნიშვნელოვანია #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფიმ უპასუხა შეკითხვას უსმან დემბელესთან კონტრაქტის გაგრძელებაზე.

უფრო ადრე ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ გარემარბმა უარყო პარიზული კლუბის 30-მილიონიანი წინადადება და ორჯერ მეტ თანხას ითხოვს.

„როგორც ყველასთვის არის ცნობილი, ჩვენ გვაქვს ხელფასების ზედა ზღვარი. გუნდი და კლუბი ყველაზე მნიშვნელოვანია.

უსმანი კლუბის ლეგენდაა. მიყვარს ის, როგორც მოთამაშე და ადამიანი. შესაძლოა, ხალხი მას კარგად არ იცნობს, მაგრამ შესანიშნავი ადამიანია“, – განაცხადა ალ-ჰელაიფიმ.