პსჟ-ს მემფის დეპაის შეძენა სურს
პსჟ-ს მემფის დეპაის შეძენა სურს

„ლიონის“ თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ, შესაძლოა, კონტრაქტი „პარი-სენ ჟერმენთან“  გააფორმოს, – იუწყება Goal.

გამოცემის ინფორმაციით, 26 წლის ნიდერანდელი ფორვარდის შეძენას პსჟ-ს ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება. აღნიშნავენ, რომ დეპაის გუნდში გადმოყვანა პარიზელების წამყვან ფეხბურთელებს, ნეიმარსა და კილიან მბაპესაც სურთ.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

პორტალი Transfermarkt მემფის დეპაის სატრანფერო თანხად 45 მილიონ ევროს ასახელებს.