პსჟ-ს ფეხბურთელი ფინალამდე „საბურთალოს“ მოთამაშეს ესაუბრა - სამწუხაროა, რომ ჩემი მეგობარი დამარცხდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ფინალამდე „საბურთალოს“ მოთამაშეს ესაუბრა - სამწუხაროა, რომ ჩემი მეგობარი დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის, „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშე ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრამდე თავის მეგობარს ელაპარაკა, რომელიც „საბურთალოში“ თამაშობს – ამის შესახებ თბილისური კლუბის ახალწვეულმა ოლივიე ბუმალიმ ილაპარაკა.

ოლივიე ბუმალი კამერუნის ნაკრების წევრია და ბევრ ცნობილ ვარსკვლავთან მეგობრობს. ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრისას მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა და არგენტინელი ანხელ დი მარია შეცვალა:

ჩუპო-მოტინგს ფინალის დღეს ვესაუბრე. ვილაპარაკეთ პსჟ-ს შანსებზე, იმ დღის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, წარმატება ვუსურვე. სამწუხაროა, რომ ჩემი თანამემამულე დამარცხდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება და იმედი მაქვს, სხვა დროს მიეცემა გამარჯვების შესაძლებლობა,” – ამბობს ოლივიე ბუმალი.

მან კამერუნის ნაკრების ფეხბურთელებზეც ილაპარაკა: „ლამის ყველას მოთამაშესთან მიმოწერა მაქვს, ხშირად ვსაუბრობთ-ხოლმე. როდესაც სანაკრებო მატჩები ახლოვდება, ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა და ყველას ძალიან გვიხარია“.