პსჟ-ს „აიაქსის“ საუკეთესო ბომბარდირის შეძენა სურს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ მოლაპარაკებები დაიწყო „აიაქსის“ განაპირა ფორვარდის მიკა გოდტსის ტრანსფერზე. 21 წლის ფეხბურთელის შეძენა განიხილება „მონაკოდან“ გარემარბ მაგნეს აკლიუშის ტრანსფერის დამატებად. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
გასულ სეზონში გოდტსი „აიაქსის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარემარბმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 32 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
გოდტსის მოქმედი ხელშეკრულება „აიაქსთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტალ Transfermarkt-ის შეფასებით, ბელგიელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.