პსჟ როდრის შეძენასა და „რეალისთვის“ სამაგიეროს გადახდას აპირებს იან დიომანდეს ჩაშლილი ტრანსფერის გამო #1TVSPORT

22:59, 28.07.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტს, ნასერ ალ-ჰელაიფის ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, როდრის შეძენა სურს, რათა სამაგიერო გადაუხადოს „რეალს“, რომელიც ახლოს არის „ლაიპციგიდან“ იან დიომანდეს შეძენასთან, – ამის შესახებ დაწერა ესპანერმა გაზეთმა AS-მა.

ალ-ჰელაიფის მიაჩნდა, რომ პსჟ-ში დიომანდეს გადასვლა გადაწყვეტილი საკითხი იყო, მაგრამ კოტდივუარელმა ფეხბურთელმა უარი განაცხადა პარიზში ტრანსფერზე, როგორც კი „რეალისგან“ შეთავაზება მიიღო.

ირკვევა, რომ სწორედ ამ მომენტიდან ალ-ჰელაიფის რევანშის სურვილი გაუჩნდა და გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად შეიძინოს როდრი, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ამ პოტენციურ ტრანსფერზე პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე.

ალ-ჰელაიფის არჩევანი განპირობებულია იმით, რომ სერიოზული ჭორები არსებობს „რეალის“ მხრიდან „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის მიმართ დაინტერესებაზე. მიუხედავად ამისა, როდრის პრიორიტეტი ლა ლიგაში დაბრუნება და „რეალში“ თამაშია.

მსგავსი