პსჟ -„რეალის“ დაპირისპირებაში პარიზელებს სერხიო რამოსი ვერ დაეხმარება #1TVSPORT
პსჟ -„რეალის“ დაპირისპირებაში პარიზელებს სერხიო რამოსი ვერ დაეხმარება #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს „პარი-სენ ჟერმენი“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან.

ამ მნიშვნელოვან მატჩში პარიზელებს სერხიო რამოსი ვერ დაეხმარება, რადგანფეხბურთელმა 27 იანვარს ვარჯიშზე ფეხის ტრავმა მიიღო და პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა.

ფეხბურთის გულშემატკივრები ინტერესით ელოდნენ სერხიო რამოსის თამაშს „რეალის“ წინააღმდეგ, ფეხბურთელის, რომელმაც „სამეფო კლუბში“ ეპოქა შექმნა და მადრიდელთა ღირსებას 16 წლის განმავლობაში იცავდა.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „რეალის“ შეხვედრა 15 თებერვალს პარიზში გაიმართება, საპასუხო მატჩს კი 9 მარტს მადრიდი უმასპინძლებს.