პსჟ „პარკ დე პრენსს“ დატოვებს #1TVSPORT
პსჟ „პარკ დე პრენსს“ დატოვებს #1TVSPORT

ბოლო პერიოდში ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვებს თავის ამჟამინდელ სტადიონს „პარკ დე პრენსს“ და ახალ არენას ააშენებს. კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფიმ ახსნა ეს გადაწყვეტილება.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი უკავშირდება იმას, რომ პარიზის მთავრობა, რომელსაც ეკუთვნის „პარკ დე პრენსი“, არ აძლევს პსჟ-ს სტადიონის რეკონსტრუქციის უფლებას.

„ჩვენ ძალიან მოგვწონს „პარკ დე პრენსი“, ის ყველას უყვარს. გულით რომ ვწყვეტდე, ვიტყოდი, რომ არსად გადავალთ. მაგრამ როცა გონებით ვფიქრობ, ყველაფერი სხვაგვარადაა.

ევროპაში ყველა მსხვილი კლუბის სტადიონი 80 ათას მაყურებელს იტევს. თუ გვინდა, რომ იმავე დონეზე ვიყოთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის, უნდა გავაფართოოთ სტადიონი.

სხვა გამოსავალი არ გვაქვს… ჩვენ წავალთ. არ გვაქვს სხვა არჩევანი. ქალაქი სხვა გზას არ გვიტოვებს. ეს ქალაქის გადაწყვეტილებაა. რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, გავაკეთოთ სტადიონზე ის, რაც გვსურს“, – განაცხადა ალ-ჰელაიფიმ.

„პარკ დე პრენსის“ ტევადობა 48 583 მაყურებელია.