„პსჟ“ მზად არის, „მილანის“ ორ ფეხბურთელში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს
„პსჟ“ მზად არის, „მილანის“ ორ ფეხბურთელში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს

ფრანგული გრანდის ხელმძღვანელობას „მილანის“ ერთდროულად ორი მოთამაშის შეძენა სურს.

„პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესს იტალიური კლუბის მცველი ალესიო რომანიოლი და ნახევარმცველი ლუკას პაკეტა იწვევენ.

Corriere dello Sport იუწყება, რომ პარიზელები მზად არიან, ორივე ფეხბურთელში 80 მილიონი ევრო გადაიხადონ. წყაროს ცნობით კონტრაქტის გაფორმებას „პსჟ“ იანვარშივე შეეცდება.

24 წლის რომანიოლის იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, 22 წლის პაკეტას – 13.