პსჟ მთავარი პრეტენდენტია სეზონში ტრებლის მოგებაზე #1TVSPORT
პსჟ მთავარი პრეტენდენტია სეზონში ტრებლის მოგებაზე #1TVSPORT

მიმდინარე სეზონში ოთხ გუნდს კიდევ შეუძლია ტრებლის მოგება.

2024-25 წლების სეზონში სამი ტურნირის მოგების შანსს ინარჩუნებენ „ბარსელონა“, „ინტერი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „რეალი“.

ბუკმეიკერებს ტრებლზე მთავარ პრეტენდენტად მიაჩნიათ „პარი სენ-ჟერმენი“. შესაბამისი კოეფიციენტი შეადგენს 4.80-ს. პსჟ რვა ტურით ადრე 19-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს, გასულია საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, სადაც ქვედალიგელ „დუნკერკს“ შეხვდება და ითამაშებს „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

„ბარსელონასა“ და „რეალის“ ტრებლზე კოეფიციენტია 20.00, ხოლო „ინტერის“ სამ ტიტულზე – 25.00.