პსჟ მოურინიოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს #1TVSPORT
NAPLES, ITALY – JANUARY 29: Jose Mourinho AS Roma coach before the Serie A match between SSC Napoli and AS Roma at Stadio Diego Armando Maradona on January 29, 2023 in Naples, Italy. (Photo by Francesco Pecoraro/Getty Images)
„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრისტოფ გალტიე შეცვალოს.
გამოცემა FootMercato-ს მონაცემებით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიელ სპეციალისტთან. აღნიშნავენ, რომ თავად მოურინიო დადებითად არის განწყობილი „პარი სენ-ჟერმენის“ გაწვრთნის იდეასთან დაკავშირებით.
პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია – ფინიშამდე ხუთი ტურით ადრე ის ხუთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს.