„პსჟ“ მბაპეს „რეალში“ გაყიდვას დათანხმდა, სანაცვლოდ ვინისიუსს ითხოვს
„პსჟ“ მბაპეს „რეალში“ გაყიდვას დათანხმდა, სანაცვლოდ ვინისიუსს ითხოვს

„პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე, შესაძლოა, სულ მალე „რეალში” გადავიდეს, – იტყობინება გაზეთი AS.

გაირკვა, რომ პარიზული გრანდი ფორვარდის „რეალში“ გაყიდვას დათანხმდა, ოღონდ ერთი პირობით – „პარი სენ-ჟერმენს“ სურს მომავალ გარიგებაში მადრიდელთა შემტევი ვინისიუს ჟუნიორი ჩართონ.

ჯერჯერობით, „რეალის“რეაქცია ამ პირობაზე უცნობია, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ მადრიდული კლუბის მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს სურს მბაპეს შეძენა ნებისმიერ ფასად, ამიტომაც, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ამგვარი გარიგება სავსებით რეალურია.

მბაპეს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში ფორვარდს ცხრა მატჩში ექვსი გოლი და სამი საგოლე პასი დაუგროვდა.