პსჟ-მ, შეიძლება, მარკინიოსი მბაპეს მხარდაჭერის გამო გაყიდოს #1TVSPORT
პსჟ-მ, შეიძლება, მარკინიოსი მბაპეს მხარდაჭერის გამო გაყიდოს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენმა“, შესაძლოა, ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარკინიოსი გაყიდოს, – იტყობინება გამოცემა Sports Zone.

წყაროს ცნობით, პარიზელთა ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა კილიან მბაპეს მისამართით კაპიტნის მხარდამჭერი სიტყვების გამო.

აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის ჩემპიონი არ დააყენებს მარკინიოსს ტრანსფერზე, მაგრამ არც მისი გაყიდვის წინააღმდეგ წავლენ, თუ ხელსაყრელ წინადადებას მიიღებენ.

მარკინიოსი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის ხელშეკრულება ფრანგულ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.