პსჟ-მ ნეიმარს ახალი კონტრაქტი შესთავაზა
პსჟ-მ ნეიმარს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ნეიმარმა შესაძლოა გაახანგრძლივოს კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან. ამ მოულოდნელ ინფორმაციას Le10Sport აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო ესაუბრა ბრაზილიელ ფეხბურთელსა და მის აგენტს. საუბრის დროს, ლეონარდომ ნეიმარს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა.

კონტრაქტის პირობების შესახებ ჟურნალისტებისთვის არაფერია ცნობილი.

უნდა აღინიშნოს, რომ მთელი სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს, ნეიმარი ყველანაირად ცდილობდა „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლას. ამის გამო, მას დღეს გაფუჭებული აქვს ურთიერთობა კლუბის ფანებთან.

ამ სეზონზე ნეიმარმა ლიგა 1-ში სამი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ბრაზილიელის მიმდინარე კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.